„ბარსელონამ“ „მანჩესტერთან“ პედროს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.
ფეხბურთელმა თავად მიმართა კატალონიური კლუბის ხემძღვანელობას მისი გუნდიდან გაშვების შესახებ. ესპანური პრესის ვარაუდით, პედროს აღარ სურს ნეიმარის, სუარესის და ლეო მესის ჩრდილში იყოს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პედროს პირადი კონტრაქტის დეტალები „მანჩესტერთან“ უკვე შეთანხმებული აქვს.
„ბარსელონას“ ფორვარდის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.