„უნგარორინგზე“ მიმდინარე ვარჯიშის დროს „ფორს ინდიას“ ბოლიდი სერიოზულ ავარიაში მოყვა. მას სერხიო პერესი მართავდა.
„ფორს ინდიას“ მექსიკელმა პილოტმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ღობეს შეეჯახა, რის შემდეგაც ბოლიდი გადატრიალდა. თავად პილოტი სერიოზულ ტრავმებს გადაურჩა.
ვარჯიში დაახლოებით ნახევარი საათით შეჩერდა. ფორმულა ერთის მორიგი რბოლის მზადების ფარგლებში საუკეთესო დრო ლიუის ჰემილტონმა აჩვენა. მეორე შედეგის დაფიქსირება „მერსედესის“ კიდევ ერთმა პილოტმა ნიკო როსბერგმა შეძლო.
უნგრეთის გრანპრი 26 ივლისს გაიმართება.