17 ნოემბერი 2024,   13:46
ვრცლად
მთავარი ოლიმპიური ცეცხლი აინთო - თბილისი 2015 ოფიციალურად გაიხსნა

თბილისში მთავარი ოლიმპიური ცეცხლი აინთო. ამით ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნითი ცერემონია დასრულდა.

ოლიმპიური ცეცხლი  მიხეილ მესხის სტადიონისკენ თავისუფლაბის მოედნიდან ყოფილმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ წამოიღო. ცეცხლი სტადიონზე ქართველმა ოლიმპიელებმა ფეხბურთელმა გელა ტეტაშვილმა, პარაოლიმპიელმა თემურ დადიანმა, მსროლელმა ნინო სალუქვაძემ და ძიუდოისტმა ზურაბ ზვიადაურმა მიიტანეს. მთავარი ცეცხლი ზვიადაურმა აანთო.

დღის ამბები