არგენტინის ნაკრების მეკარე, სერხიო რომერო კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
28 წლის მეკარე კლუბთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ბედნიერი ვარ, რომ „უნაიტედის“ ღირსებას დავიცავ. ასეთ დიდ კლუბში თამაში ოცნების ასრულებას ჰგავს. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას“ - განაცხადა არგენტინელმა.
სერხიო რომერო 2011-2015 წლებში “სამპდორიას” შემადგენლობაში ირიცხებოდა.