ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული „ჩელენჯერის“ ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი ანდრეი კუზნეცოვი, 3 სეტში - 6:7 7:6 6:3 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით, ბასილაშვილი რეიტინგში 90 ქულით დაწინაურდა.