ახალგაზრდული ოლიმპიადის ფარგლებში პირველი ტურნირები თბილისში უკვე დაიწყო. ერთი საათია ევროპის ქვეყნების ახალგაზრდა სპორტსმენები ე.წ. ახალ თბილისში მდებარე აუზში ერთმანეთს ცურვაში ეჯიბრებიან. მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც.
ამ წუთებში კი მზიურთან ახლოს ახლად აგებულ ჩოგბურთის კორტებზე ტურნირს იწყებს ორი წყვილი - ანა მაქაცარია აზერბაიჯანელ სპორტსმენს, ნიკოლოზ დავლიანიძე კი უნგრეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელს ხვდება.