დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველის თქმით, გუნდში დარჩენა ტომას ტუხელმა გადააწყვეტინა.
მათს ჰუმელსი თქმით, მაშინ როდესაც დორტმუნდის დატოვებაზე ფიქრობდა, „ბორუსიას“ ახალ მთავარ მწვრთნელთან გულახდილი საუბარი შედგა.
„ძალიან მომეწონა მისი საქმისადმი მინდგომა და ის რაც მაშინ მითხრა. ამ საუბრის შემდეგ გამიჩდა შთაბეჭდილება, რომ შემიძლია ტუხელთან ერთად ჩემი თამაში კიდევ უფრო განვავითარო. ახლა გაცილებით უკეთეს ფორმაში ვარ და მიხარია, რომ „ბორუსიაში“ დავრჩი“, - განაცხადა ჰუმელსმა.