17 ნოემბერი 2024,   13:40
ვრცლად
ნეიმარს ოლიმპიადაზე თამაში სურს

ნეიმარმა მიაწოდა ინფორმაცია „ბარსელონას“ მწვრთნელებს და ხელმძღვანელობას იმის შესახებ, რომ მომავალ წელს აპირებს მონაწილეობა მიიღოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში და პანამერიკული თასის გათამაშებაში.

„ძალიან მინდა ამ ტურნირებზე ჩემი ქვეყნის ღირსება დავიცვა. ბრაზილიის ნაკრების მაისურით თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია“, - განაცხადა ნეიმარმა.

ოლიმპიური თამაშების მასპინძელი რიო დე ჟანეიროა. პანამერიკული თასის გათამაშება კი, რომელიც სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 3-26 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება

დღის ამბები