17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
დიურანტი ნაკრების შეკრებას დაესწრება

11-13 აგვისტოს კევინ დიურანტი შეერთებული შტატების ნაკრების საწვრთნელ შეკრებას დაესწრება. ეს აუცილებელია, რომ ის რიო დე ჟანეიროში 2016 წელს გასამართი ოლიმპიადაში მონაწილეობის კანდიდატი გახდეს.

ამჟამად დიურანტი ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურს გადის. ამიტომ ის მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს ნაკრების კიდევ რამდენიმე მოთამაშეს. თუმცა, შეკრებაზე კევინ ლავი, კარმელო ენტონი, ჩენდლერ პარსონსი და პოლ ჯორჯიც ჩავლენ. 

დღის ამბები