გელზენკირხენში იულიან დრაქსლერისგან კვირის ბოლომდე გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ. კლუბის ხელმძღვანელობას სურს იცოდეს გადავა თუ არა ფეხბურთელი მიმდინარე სტრანსფერო პერიოდის დროს „იუვენტუსში“.
მოლაპარაკებებს დრაქსლერთან ტურინული გუნდის წარმომადგენლები უკვე კვირაზე მეტ ხანს აწარმოებენ. იტალიური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გერმანელმა ნახევარმცველმა უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტის დეტალები. თუმცა, პროცესი უცნობი მიზეზების გამო გაჭიანურდა.
„შალკე“ თანახმაა დრაქსლერი „იუვენტუსს“ შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ დაუთმოს.