მიუნჰენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა მზადაა გუნდის მთავარ მწვრთნელს შეხვდეს და მის სამომავლო გეგმებზე გაესაუბროს. ამის შესახებ კარლ-ჰაინც რუმენიგემ გერმანელ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გვარდიოლასთან ერთად ამ საკითხს წლის ბოლომდე განვიხილავთ. ამისთვის მზად არის თავად პეპიც“, - აღნიშნა რუმენიგემ.
გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ბრიტანულ და გერმანულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გვარდიოლა 2016/2017 წლების სეზონიდან „სიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაიკავებს.
ესპანელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2016 წლის ზაფხულში იწურება.