მადრიდის „რეალის“ მცველი გუნდში დარჩება. ესპანური პრესის ინფორმაციით, სერხიო რამოსი ჩინეთში კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა.
მოლაპარაკებებს ესწრებოდა რამოსის ძმა და შეთავსებით აგენტი რენე რამოსიც. ფეხბურთელმა განუმარტა „რეალის“ ხელმძღვანელობას რომ მისი ოცნებაა კარიერა „რეალში“ დაასრულოს.
მოლაპარაკებები „რეალის“ ჩინური ტურნედან დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება.