17 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
„პორტლენდის“ კალათბურთელის შეძენა ნბა-ს სამ გუნდს სურს

მაიკ მილერის დამატება „მემფისს“, „ოკლაჰომას“ და „დალასს“ სურთ. თუმცა, 35 წლის ვეტერანის პორტლენდიდან რომელიმე მათგანში გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ „ტრეილ ბლეიზერსი“ მასთან კონტრაქტს გაწყვიტავს.

გასული სეზონი მაიკ მილერმა „კლივლენდის“ შემადგენლობაში გაატარა და „პორტლენდში“ ორ გუნდს შორის მომხდარი გარიგების შედეგად მოხვდა. თუმცა, შესაძლოა სახელფასო ლიმიტის დაცვის გამო, „პორტლენდმა“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტოს. 

დღის ამბები