17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
"ვერდერმა" პაპუნაშვილი ოფიციალურად წარადგინა

თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი გერმანიის ბუნდესლიგის ბრემენის "ვერდერის" 23 წლამდე გუნდის ფეხბურთელია.

19 წლის შემტევი გამოსყიდვის უფლებით, "ვერდერის" მეორე გუნდში ერთწლიანი იჯარით ითამაშებს.

ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა გერმანული კლუბის ვებგვერდმაც.

გასულ სეზონში, პაპუნაშვილმა საქართველოს უმაღლეს ლიგაში 21 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 

 

 

 

ფოტოს "ვერდერის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

დღის ამბები