ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პირველი დღე ქართველი სპორტსმენებისათვის მედლების გარეშე დასრულდა.
სპორტის სათამაშო სახეობებაში წარმატებას მხოლოდ კალათბურთელთა ნაკრებმა მიაღწია.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის მომზადებულმა გუნდმა თურქეთის ნაკრებს 90:50 მოუგო.
ხვალ საქართველოს ნაკრები ბოსნია ჰერცოგოვინას გუნდს დაუპირისპირდება.
ვაჟთა გუნდისგან განსხვავებით, გოგონათა ნაკრები, რომელიც საგანგებოდ ოლიმპიური ფესტივალისთვის შეიქნმა, თურქეთთან 61:28 დამარცხდა.
დამარცხდნენ საქართველოს ვაჟ და გოგონათა ფრენბურთის ნაკრებები. ორივე მათგანს მეტოქეებად ევროპის მოქმედი ჩემპიონები - პოლონეთისა და რუსეთის ნაკრები გუნდები ჰყავდათ.
ოლიმპიადის პირველი დღე წარუმატებელი აღმოჩნდა საქართველოს ხელბურთის ქალთა და ვაჟთა ნაკრებებისთვისაც.
წარმატებული სტარტი აქვთ ქართველ ჩოგბურთელებს. შეხვედრები დამაჯერებლად მოიგეს მაქაცარიამ, დავლიანიძემ, შანიძემ და ჭელიძემ.
ხვალ ტურნირში ქართველი ძიუდოისტებიც ჩაერთვებიან.