17 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ვალდანო მესის იცავს

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ხორხე ვალდანომ „ელ მუნდოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში ლიონელ მესი დაიცვა.

„ხალხს სჭირდება გმირებიც და განტევების ვაცებიც. მესის ორივე ეს სტატუსი აქვს. როდესაც გუნდი მისი ბრწყინვალე თამაშის წყალობით იგებს, მივდივართ და მესის თაყვანს ვცემთ. როდესაც გუნდი აგებს, მას მსხვერპლად ვწირავთ. „კოპა ამერიკაზე“ ჩატარებული 6 თამაშიდან 5-ში ის საუკეთესოდ აღიარეს, ფინალში წაგება კი მთელი გუნდის ბრალია“, - ციტირებს ვალდანოს ესპანური გაზეთი.

სწორედ „კოპა ამერიკას“ ფინალური მატჩის გამო გახდა მესი კრიტიკის ობიექტი. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში არგენტინის ნაკრები ჩილელებთან პენალტების სერიაში 1:4 დამარცხდა. 

 
დღის ამბები