გერმანიაში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე ორი მეოთხედფინალური წყვილი გაირკვა.
იტალიელი ფაბიო ფოჯინი ბრიტანეთის სახელით მოასპარეზე ალიას ბედენეს დაუპირისპირდება, პულე კი ნახევარფინალის საგზურისთვის პაირეს წინააღმდეგ ითამაშებს.
მეოთხედფინალის კიდევ ორი წყვილი დღეს იანოვიცი - კუევასის, სეპი - მაიერის, ნადალი - ვესელის და ბოლელი - მუნარის მატჩებში გაირკვევა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 2.5 მილიონ დოლარს აღემატება.