შეერთებულ შტატებში „მანჩესტერსა“ და პსჟ-ს შორის გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. პრესკონფერენციის მთავარი თემა, არა უშუალოდ მატჩი, არამედ ანხელ დი მარიას მომავალი იყო.
„არ ვიცი სად არის ახლა ანხელი“, - განაცხადა ლუი ვან გაალმა.
ლორან ბლანის აზრით კი, არგენტინელი უახლოეს მომავალში მისი გუნდში ითამაშებს.
„პსჟ-ც და „იუნაიტედიც“ დიდი გუნდებია. მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს, მაგრამ ახლოს ვართ საბოლოო შედეგამდე“, - აღნიშნა საფრანგეთის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა.
„მანჩესტერსა“ და პსჟ-ს შორის გამართული მატჩი კი, პარიზელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ბლეზ მატუიდიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანეს.
მატჩის ფოტო მიმოხილვა "მანჩესტერ უნაიტედის" ოფიციალურ Facebook გვერდზე გავრცელდა.