„ბეშიქთაშმა“ დაასრულა მოლაპარაკებები „ფიორენტინასთან“ მარიო გომესის ტრანსფერის შესახებ.
გერმანელი ფეხბურთელი თურქეთში ერთ სეზონს იჯარის წესით გაატარებს. მისი დასრულების შემდეგ, თურქული კლუბი ვალდებული იქნება გომესი სრულად გამოისყიდოს. გარიგების თანხა 8 მილიონი ევრო იქნება.
გერმანელი ფორვარდი წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.
გასულ სეზონში გომესმა სერია ა-ში 32 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.