პედრო როდრიგესი დათანხმდა „იუნაიტედის“ მიერ შეთავაზებული პირადი კონტრაქტის პირობებს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის ხელფასი „მანჩესტერში“ უფრო დიდი იქნება, ვიდრე „ბარსელონაში“.
ტრანსფერის განსახორციელებლად ორი კლუბი პედრო სატრასნფერო ფასზე უნდა შეთანხმდნენ. „მანჩესტერი“ „ბარსელონას“ 25 მილიონ ევროს სთავაზობს, კატალონიელები კი მინიმუმ 30 მილიონს ითხოვენ.
მოლაპარაკებები მიმდინარე კვირის განმავლობაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პედრომ "ბარსელონას" დატოვების შესახებ თანაგუნდელებს უკვე უთხრა.