Sky Sports-თან ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ პსჟ-ში ბედნიერია. შვედმა ფორვარდმა თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
„ჩემი შემდეგი კლუბი? ეს სიურპრიზია. ამერიკაში გადავალ თუ არა? ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იქნება“, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
ზლატანის თქმით, სავარაუდოთ ის ახალ კლუბში პსჟ-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გადავა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2016 წელს იწურება.