17 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
მეთიუსი „პორტლენდზე“ ნაწყენია

„დალასის“ მცველმა უესლი მეთიუზმა აღიარა, რომ თავისუფალ აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ, თავისი ყოფილი გუნდისგან შეთავაზებას ელოდა.

„ძალიან გაბრაზებული ვიყავი. „პორტლენდს“ არც კი უცდია ჩემი შენარჩუნება. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ პატივს არ მცემდნენ“, - განაცხადა მეთიუზმა.

გასულ სეზონში მეთიუზი „პორტლენდის“ ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელი იყო. საშუალოდ მატჩში ის 15.9 ქულას, 3.7 მოხსნას, 2.3 შედეგიან გადაცემას და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა. 

დღის ამბები