მძლეოსნობის ტურნირში კი 400 მეტრზე თაჯ-რბენში ქართველმა სპორტსმენმა დავით ლუკავამ გამოსვლა ვერ მოახერხა. სპორტსმენმა დისტანციაზე გამოსვლის წინ მოთელვის დროს კუნთი გაიჭიმა, ინერვიულა და სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო.
მწვრთნელების თქმით კუნთის გაჭიმვის გამო დავით ლუკავამ ინერვიულა და ამიტომ გახდა საჭირო სასწრაფოს გამოძახება. მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია
ლუკავა საერთო შედეგით მესამე ადგილზე იყო. პირველ დისტანციაზე კი მან მეორე შედეგი აჩვენა.
მძლეოსნობაში დღეს საქართველოს სახელით ბადროს მტყორცნელი გია დავითაშვილი იასპარეზებს.