17 ნოემბერი 2024,   13:36
ვრცლად
ჯოკოვიჩი აშშ-ს ღია პირველობისთვის ემზადება

ხანმოკლე შვებულების შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჩრდილო ამერიკაში გასამართი ტურნირებისთვის მზადება დაიწყო.

28 წლის სერბი მონტე კარლოში მარკ სტილიანოსთან და ვიქტორ ტროიცკისთან ერთად ვარჯიშობს.

„ნორმალური სპარინგ-პარტნიორი მყავს. ამ ახალგაზრდას შესაძლოა შთამბეჭდავი კარიერა გამოუვიდეს“, - დაწერა ვიქტორ ტროიცკიმ ტვიტერის ოფიცილურ გვერდზე და ჯოკოვიჩთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა.

თავდაპირველად ჯოკოვიჩი მონრეალში (10-16 აგვისტო) და ცინცინატიში (16-23 აგვისტო) ითამაშებს. ბოლოს კი მსოფლიოს პირველი ჩოგანი აშშ-ს ღია პირველობის (31 აგვისტო - 13 სექტემბერი) მოგებას შეეცდება. 

 
დღის ამბები