„ვოლფსბურგი“ „სიტის“ ბოსნიელი თავდასხმელის შეძენით არის დაინტერესებული. ედინ ჯეკო ინგლისურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და სხვა გუნდში სურს გადასვლა.
„სიტიში“ ტრანსფერამდე ის სწორედ „ვოლფსბურგში“ თამაშობდა, რომელთან ერთადაც გერმანიის ჩემპიონი და ბუნდელიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
29 წლის თავდასხმელის შეძენა „რომასაც“ სურს.
„სიტის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, ჯეკოს მომავალი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ბოსნიელი ამჟამად გუნდთან ერთად ვარჯიშობს.