რაგბიში 2015 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე 50 დღით ადრე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მედიისთვის პირველი ღია ვარჯიში გამართა.
მილტონ ჰეიგის გუნდი შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ერთი თვეა ემზადება. გუნდმა ფიზიკური მომზადების 3 კვირიანი შეკრება ახალი მწვრთნელის ხელმღვანელობით გაიარა.
5 აგვისტოს ბორჯღალოსნები პოლონეთში გაემგზავრებიან, სადაც მსოფლიო თასისთვის მომზადებას გააგრძელებენ.
2015 წლის მსოფლიო თასი ინგლისში 18 სექტემბერს დაიწყება და ქართველი რაგბისტების მეტოქეები ჯგუფში ტონგა, არგენტინა, ახალი ზელანდია და ნამიბია იქნებიან.