17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
თბილისი 2015 - ძიუდოისტმა გოგონებმა 2 ოქროს მედალი აიღეს

ეთერ ლიპარტელიანმა 57 კგ წონით კატეგორიაში და მზია ბებოშვილმა 52 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოში ოქროს მედლები მოიპოვეს.

ეთერ ლიპარტელიანმა ფინალში პოლონელი ანა პაულა დაბროვსკა დაამარცხა. მან ნახევარფინალში ემილია კანერვას იუკოთი მოუგო.  

მზია ბებოშვილმა კი ოქროს მედლისათვის ბრძოლაში ჰოლანდიელ ილსე ბიურენს მოუგო. ნახევარფინალში ბებოშვილმა რუსი ძიუდოისტი ნასიბა იბრაგიმოვა დაამარცხა.

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, რომელიც თბილისში ტარდება საქართველოს ნაკრებს უკვე 3 ოქროს მედალი აქვს.

ოქროს მედალი კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა მზია ბებოშვილმა მოიპოვა.

დღის ამბები