ლონდონის ჩელსის კაპიტანმა, ჯონ ტერიმ, BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის კლუბის დატოვებას და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას აპირებს.
"სინამდვილეში მე დარჩენა მინდოდა, მაგრამ კლუბმა გადაწყვიტა განვითარება სხვა მიმართულებით გააგრძელოს. მე ინგლისის არცერთ კლუბში არ ვითამაშებ, კარიერას სხვა გუნდში გავაგრძელებ. ვფიქრობ, რომ კარგ ფეხბურთს ვთამაშობ და კიდევ რამდენიმე წელი შემიძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა. დარწმუნებული ვარ, ჩელსი რამდენიმე კარგ მცველს შეიძენს. მე მეუბნებოდნენ, რომ როდესაც ახალი მწვრთნელი მოვიდოდა ყველაფერი შეიცვლებოდა, თუმცა სამწუხაროდ, კარიერის დასრულება სხვა გუნდში მომიწევს,"- განაცხადა ტერიმ.
ჯონ ტერი ჩელსის აკადემიაში 15 წლის ასაკში მივიდა. ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 35 წლის მცველმა 696 მატჩი ჩაატარა და 16 ტიტულის მოგება მოახერხა.
წყარო: BBC