16 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
პოლიციელი მესის პასპორტისთვის ვიდეოს გადაღების გამო, ციხეში ერთ თვეს გაატარებს

არაბთა გაერთიანებული საემირობის პოლიციის თანამშრომელი კონფიდენციალურობის დარღვევის გამო ერთ თვეს ციხეში გაატარებს.

2015 წლის დეკემბერში საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მისაღებად საემიროებში ლიონელ მესი იმყოფებოდა. პოლიციელმა, რომელიც აეროპორტში მუშაობდა, არგენტინელის პასპორტს ვიდეო გადაუღო და სოციალურ ქსელში შემდეგი სათაურით განათავსა - "დავწვა თუ უკან დავუბრუნო?"

სასამართლომ ეს ფაქტი ფეხბურთელის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევად მიიჩნია და პოლიციელს ერთთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სამართალდამცველმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

წყარო: eurosport

დღის ამბები