16 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ოფიციალურად - მომავალი სეზონიდან გვარდიოლა სიტის მწვრთნელი იქნება

მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან კლუბს პეპ გავრდიოლა უხელმძღვანელებს.

სიტი ესპანელ სპეციალისტთან 3 წლიან კონსტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ფინანსური დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ინგლისურმა კლუბმა ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა.

"ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მანუელ პელეგრინის და ამიტომ საჯაროდ ვაქვეყნებთ ინფორმაციას ჭორებისა და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად - პელეგრინი გუნდს 30 ივნისს დატოვებს, მის ადგილს კი ხოსეპ გვარდიოლა დაიკავებს," - ნათქვამია განცხადებაში.

გვარდიოლა სეზონის ბოლომდე მიუნხენის ბაიერნში იმუშავებს, სადაც მას კარლო ანჩელოტი შეცვლის. 

 

დღის ამბები