16 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ინიესტა ესპანეთის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს

ბარსელონას ნახევარმცველი, ანდრეს ინიესტა, ესპანეთის 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

ინიესტამ გამოკითხვაში ჩიკაგო ბულზის კალათბურთელს, პო გაზოლს და მოტომრბოლელ, ხორხე ლორენცოს აჯობა.

"მინდა ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, რომლებმაც გამოკითხვაში მხარი დამიჭირეს. ჯილდო ბევრი შრომის შედეგია. გასული სეზონი შესანიშნავი იყო. ძალიან ძნელია გაიმეორო იგივე მიღწევა, რომელსაც შარშან ბარსელონასთან ერთად მივაღწიე," - განაცხადა ფეხბურთელმა.

ინიესტას ბარსელონას შემადგენლობაში 26 ტიტული აქვს მოგებული. ასევე, ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2-ჯერ ევროპის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

დღის ამბები