16 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"დიახ, მე იდიოტი ვარ" - ჩეხი ველომრბოლელი თავის საქციელს აფასებს

ბელგიაში ჩატარებულ 23-წლამდელ ველომრბოლელთა მსოფლიო ჩემპოიონატის ფინალში კურიოზული ფაქტი დაფიქსირდა.

ჩეხი სპორტსმენი, ადამ ტუპალიკი, ფინიშის ნიშნულს მიუხლოვდა და ნაადრევად დაიწყო გამარჯვების აღნიშვნა, რა დროსაც მას სხვა ველომრბოლელმა გადაასწრო და გამარჯვებაც მან მოიპოვა.

ამ ფაქტის შემდეგ ტუპალიკმა საკუთარ თავს იდიოტი უწოდა.

"ეს დიდი შეცდომა იყო. ზეიმი ფინიშამდე დავიწყე, არ ვიცი ეს როგორ დამემართა. დიახ, მე იდიოტი ვარ," - განაცხადა სპორტსმენმა Daily Mail-ისთან ინტერვიუში.

დღის ამბები