NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში ლოს ანჯელეს ლეიკერსი მინესოტას დაუპირისპირდა და 9 მატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ პირველად მოიგო.
ლეიკერის შემადგენლობაში საუკეთესო ვეტერანი, კობი ბრაიანტი იყო, რომელმაც 38 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
მიმდინარე სეზონში ლეიკერსმა 51 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 10 მოიგო.
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ბრაიანტი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.
წყარო: NBA.com