16 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ფელიპე ლუისი მესისთან უხეშობის გამო დასაჯეს

ესპანეთის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა ბარსელონა-ატლეტიკოს შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, მადრიდელთა ბრაზილიელი მცველი, ფელიპე ლუისი, ლიონელ მესისთან უხეშობის გამო, 3 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერების შეხვედრა კი ბარსელონას გამარჯვებით 2:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა უხეშობის გამო ატლეტიკოს 2 ფეხბურთელი გააძევა.

 

წყარო: Marca

დღის ამბები