საფრანგეთის ლიგა 1-ში პსჟ-ლორიანის შეხვედრის 71-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეცვალეს და შვედმა თავდამსხმელმა სათადარიგო სკამზე გართობის უცნაური ფორმა მოიფიქრა.
იბრაჰიმოვიჩმა კლუბის ერთ-ერთ მწვრთნელს, ზუმანა კამარას, თავზე ბუცი დაადო.
შეხვედრა პსჟ-ს გამარჯვებით 3:1 დასრულდა და პარიზული კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მეორე ადგილზე მონაკო იმყოფება, რომელიც პსჟ-ს 24 ქულით ჩამორჩება.
წყარო: Eurosport