ბარსელონას ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის, მამამ ესპანურ COPE-სთან საუბრაში განაცხადა, რომ მანჩესტერ იუნაიტედი მისი შვილის სანაცვლოდ მზად იყო 190 მილიონი ევრო გადაიხადა.
"კლუბი, რომელიც მზად იყო ნეიმარის ტრანსფერის სანაცვლოდ 190 მილიონი ევრო გადაეხადა მანჩესტერ იუნაიტედია. მე მინდა ყველა დავამშვიდო - ჩემი შვილი ბარსელონაში თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი აკავშირებს," - განაცხადა ფეხბურთელის მამამ, რომელიც ამავდროულად მისი საფეხბურთო აგენტიცაა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ბარსელონასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნეიმარის გამოსასყიდი თანხა სწორედ 190 მილიონ ევროს შეადგენს.