საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ, შესაძლოა დალას მავერიკსი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას mavsmoneyball-ი ავრცელებს.
დალასს დუაიტ ჰოვარდის შეძენა სურს. ამას ემატება ისიც, რომ ტეხასელების ერთ-ერთი ლიდერი, ჩენდლერ პარსონსი, ზაზასთან ერთად თამაშის დროს თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ვებგვერდი წერს, რომ ჩენდლერი სწრაფი მოთამაშეა და პარკეტზე ისეთი მეწყვილე სჭირდება, რომელიც მის სათამაშო სტილს აყვება.
ცოტა ხნის წინ თავად პარსონმა განაცხადა, რომ ჰოვარდთან ახლო მეგობარობა აკავშირებს და ყველანაირად ეცდება ის დალასში თამაშზე დაითანხმოს.
NBA-ში ტრანსფერების განხორციელება 18 თებერვლამდე შეიძლება. ზაზა ფაჩულიას კი დალასელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ქართველი ცენტრი NBA-ში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. ფაჩულიას 23 ორმაგი ორმაგი დუბლი აქვს შესრულებული.