მილანის ყოფილმა მცველმა, ალესანდრო კოსტაკურტამ, მარიო ბალოტელიზე ისაუბრა.
"ჩემ დროს ბალოტელი მილანის გასახდელშიც ვერ შემოვიდოდა. როდესაც გატუზო მოვიდა, ისიც შეუსაბამო იყო გუნდისთვის, თუმცა მარიოსგან განსხვავებით ჯენარო ჭკვიანი იყო," - განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.
ალესანდრო კოსტაკურტა მილანის ღირსებას 1986-2007 წლებში იცავდა.
წყარო: Football Italia