რუსეთის სპორტის მინისტრმა, ვიტალი მუტკომ, მარია შარაპოვას სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა.
"ასეთ ჯილდოს არ ველოდი. მე იშვიათად ვარ ხოლმე მოსკოვში და, როდესაც შესაძლებლობა მომეცა, ფედერაციის თასზე სათამაშოდ ჩამოვედი. წინ კიდევ ბევრი წელი მაქვს. რიოს ოლიმპიადაზე თამაში მინდა და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება," - განაცხადა შარაპოვამ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შარაპოვა რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ფაქტი სიმართლე არ აღმოჩნდა.
წყარო: მარია შარაპოვას Twitter-ის ოფიციალური გვერდი.