ბრაზილიელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, რონალდიონიომ, თანამემამულე ნეიმარის მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
"ნეიმარი რეალში? ის ჩემი მეგობარია და მინდა ბედნიერი იყოს. ძალიან მსურს, რომ მან ბარსელონაში გააგრძელოს კარიერა, მაგრამ არასოდეს არ ვურჩევ - დარჩეს თუ წავიდეს. ნეიმარი საკუთარ გულისთქმას უნდა მიჰყვეს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა რონალდინიომ.
ნეიმარმა რამდენჯერმე უარყო მადრიდის რეალში მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა ესპანური მედია ამ თემას კვლავ აქტიურად განიხილავს.
წყარო: dailymail.co.uk