ბარსელონას თავდამსხმელს, ნეიმარს, გუშინ 24 წელი შეუსრულდა.
ვალენსიასთან თამაშის შემდეგ (7:0) კი ბრაზილიელს თანაგუნდელმა, რაფინიამ, დაბადების დღე წინასწარ ტორტის ნაჭერის სახეზე წასმით მიულოცა.
"ძმაო, დღეს შენი დღეა. ბედნიერებას გისურვებ. ეს ვიდეო კი ჩვენი მეგობრობის მაჩვენებელია," - დაწერა რაფინიამ სოციალურ ქსელში.
ნეიმარი ბარსელონაში 2013 წელს სანტოსიდან გადავიდა. 3 სეზონში კატალონიური კლუბის შემადგენლობაში ბრაზილიელმა 120 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 75 გატანილი გოლია.
წყარო: instagram.com