ინგლისის ჩემპიონატის 25 ტურის შეხვედრაში ლონდონის ჩელსიმ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
მატჩის 68-ე წუთზე იუნაიტედის მეკარემ, დავიდ დე ხეამ, ბრანისლავ ივანოვიჩის დატყმული ბურთი მოიგერია. ესპანელის "სეივი" Eurosport-მა შემდეგნაირად შეაფასა: "დე ხეას "სეივი", რომლის შემდეგაც მადრიდის რეალი იძულებულია 10 ახალი ფაქსის აპარატი იყიდოს".
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო წუთებში მადრიდის რეალმა მანჩესტერთან დე ხეას ტრანსფერზე მიაღწია შეთანხმებას. ინგლისურმა გუნდმა საჭირო საბუთები გამოუგზავნა სამეფო კლუბს, თუმცა ბლანკოსის ოფისში ფაქსის აპარატმა გაჭედა და რეალმა მეკარის ტრანსფერის დარეგისტრირება ვეღარ მოახერხა.
ჩელსი-იუნაიტედის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport