მადრიდის რეალის სკაუტი სამხრეთ ამერიკაში, იუნი კალაფატი, რომელიც ამავდროულად საფეხბურთო აგენტიცაა, ნეიმარის რეალში გადაყვანას მაშინ ცდილობდა, როდესაც ბრაზილიელი 14 წლის იყო, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
El Confidencial-ის ინფორმაციით, 2014 წელს კალაფატი მადრიდში გაემგზავრა და ნეიმარისგან მესიჯი მიიღო - "იუნი შენ ხომ იცი, რომ მადრიდისტა ვარ".
კალაფატს, ამის დასამტკიცებლად არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია.
აღსანიშნავია, რომ ესპანურ მედიაში ნეიმარის მადრიდის რეალში შესაძლო ტრანსფერი სულ უფრო აქტუალური თემა ხდება.
ბრაზილიელი ბარსელონას ღირსებას 2013 წლიდან იცავს.
წყარო: 101greatgoals.com