ქართველი ძიუდოისტი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ძიუდოს მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
ჭრიკიშვილმა პარიზის გრანდ სლემზე გამარჯვების შემდეგ რეიტინგში ფრანგ ტედი რინერს გადაასწრო. ქართველ სპორტსმენს 3340 ქულა აქვს, ხოლო რინერს 3000. ჭრიკიშვილი მსოფლიო რეიტინგს გასულ წელსაც ლიდერობდა.
პირველ ათეულში იმყოფება ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც 2502 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.
წყარო: judobase.org