დეტროიტის კალათბურთელმა, ანდრე დრამონდმა, ტორონტოსთან შეხვედრაში მესამე პერიოდის ბოლო წამზე თავისი საჯარიმოდან ბურთი კალათში ზუსტად მოათავსა.
დრამონდმა ლებრონ ჯეიმსის შედეგი გაიმეორა და ბურთი 21.5 მეტრის დისტანციიდან ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ NBA-ში ბოლო 15 წელია მსგავსი მანძილიდან ზუსტი ტყორცნა არავის არ გამოსვლია.
შეხვედრა ტორონტოს გამარჯვებით 103:89 დასრულდა.
წყარო: Eurosport