ბარსელონას არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი, დღეს თირკმელების მარტივ ოპერაციას გაიკეთებს.
რამდენიმე დღით ადრე ბარსელონამ ფეხბურთელს 2-დღიანი შვებულება მისცა, რათა საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემებისთვის დაეთმო ყურადღება. პროცედურების ჩატარების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ არგენტინელს მარტივი ქირურგიული ჩარევა სჭირდება.
მესის სავადმყოფოდან დღესვე გამოწერენ. უკვე ცნობილია, რომ 28 წლის ფეხბურთელი ესპანეთის თასზე ვალენსიასთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. სავარაუდოდ, მესი მოედანს კვირას სელტას წინააღმდეგ მატჩში დაუბრუნდება.