ბარსელონას ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, განაცხადა, რომ მხოლოდ 2 ადამიანს შეუძლიათ მას ბლაუგრანას დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინონ.
"მე უკვე ვთქვი, რომ მხოლოდ 2 ადამიანს შეუძლია ბარსელონას დატოვებაში დამარწმუნონ. პირველი ეს ჩემი მეუღლეა, მაგრამ ის კატალონიაში თავს ბედნიერად გრძნობს და ამ მხრივ პრობლემებს არ ველოდები. მეორე კი გვარდიოლაა. კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი პეპის ხელმძღვანელობით, თუმცა მან იცის, რომ ბარსელონა ჩემი გუნდია და ვფიქრობ, არასოდეს მთხოვს კლუბის დატოვებას," - განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.
სერხიო ბუსკეტსი ბარსელონას აკადემიის აღზრდილია. ესპანელი ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 2008 წლიდან ირიცხება.
წყარო: marca.com