პორტუგალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 21-ე ტურში პორტუმ აროუკას უმასპინძლა და მეტოქესთან 1:2 დამარცხდა.
ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან 10 წამში გაიხსნა. გაშვებულ გოლი ჯერ მარცხენა მცველის, ხოლო შემდეგ იკერ კასილიასის შეცდომას მოჰყვა. ესპანელმა მეკარემ კარის ხაზის გასწვრივ ჩაწოდებულ ბურთზე არადამაჯერებლად ითამაშა.
პორტუ ჩემპიონატში 46 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
წყარო: Goal.com