ზლატან იბრაჰიმოვიჩი გოლი+შედეგიანი გადაცემის სისტემით, მიმდინარე სეზონში ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია.
იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე 21 გოლი და 8 შედეგიანი გადაცემაა. ამ მაჩვენებლით 34 წლის შვედი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს, ლუსი სუარეს და გონსალო ჰიგუანს უსწრებს.
ზლატანი ფრანგული პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავს და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.