სან ანტონიო სპურსის კალათბურთელი, მანუ ჯინობილი, ტრავმირებულია და გუნდს დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
სპურსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელს საზარდულის დაზიანება აქვს.
მიმდინარე სეზონში ჯინობილის საშუალო მაჩვენებელი 10 ქულა, 3 მოხსა და 3.3 პასია.